პროექტული სწავლება და წყლის სისუფთავის კვლევა- თბილისის N108 სკოლის VII კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
14-05-2025

თბილისის  N108 საჯარო სკოლაში პროექტული სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. მათ შორის აღსანიშნავია VII გ კლასის  მოსწავლეთა მიერ განხორციელებულ კვლევით პროექტ, რომელიც მიზნად ისახავდა წყლის სისუფთავის ხარისხის განსაზღვრას სხვადასხვა წყაროებიდან აღებული ნიმუშების ანალიზის გზით.

პროექტი „წყლის სისუფთავის კვლევა“ ასოციაცია „ბიოს“ ინიცირებით დაგეგმილი პროექტის - „ნაბიჯი მომავალში-ჩვენი პროექტების გამოფენის“ ფარგლებში განხორციელდა.  

პროექტი მეტად საინტერესოდ წარიმართა - მოსწავლეებმა შეაგროვეს წყლის ნიმუშები სხვადასხვა წყაროებიდან, მათ შორის თბილისის ზღვიდან, თოვლის ნაჟური (რიკოთის უღელტეხილი), ონკანის (ვარკეთილი), წვიმის (ვარკეთილი, ნასაგური), ტალახიანი, გუბის, არაგაზირებული სასმელი (მთის წყალი) და გაზიანი სასმელი წყალი (ნაბეღლავი).  ნიმუშები გააანალიზეს შემდეგი პარამეტრების მიხედვით:

  • ფიზიკური პარამეტრი- ფერი, სუნი, ტემპერატურა;
  • ქიმიური პარამეტრი- PH, TDS .

ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ ზოგიერთი წყაროს ნიმუშში ქიმიური დაბინძურების მიმართულებით დაფიქსირდა გადაცდომები.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მიღებული შედეგები მიუთითებს, რომ აუცილებელია წყლის ხარისხის რეგულარული მონიტორინგი და დაბინძურების პრევენციისთვის შესაბამისი ზომების მიღება.

პროექტის განმავლობაში მოსწავლეები მუშაობდნენ ჯგუფურად, მოამზადეს პრეზენტაციები და გაეცნენ ისეთ თემებს, როგორიცაა: მიწისზედა და მიწისქვეშა წყლები, აგროკულტურა და პესტიციდებით წყლის დაბიძურება, კანალიზაცია და ჩამდინარე წყლები, წყლის დაზოგვა, ნავთობით და პლასტმასით დაბინძურება - რა საფრთხეს გვიქმნის წყლის დაბინძურება? დაბინძურებული წყლით გამოწვეული დაავადებები და მათი პრევენცია...

მოსწავლეთა მიერ განხორციელებული წყლის სისუფთავის კვლევა წარმოადგენს საგანმანათლებლო გამოცდილებას, რომელიც აერთიანებს თეორიულ ცოდნას პრაქტიკულ საქმიანობასთან. ჩატარებულმა კვლევამ ნათლად აჩვენა, რომ პროექტული სწავლება მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაში.

 პროექტზე  აქტიური და წარმატებული  მუშაობისთვის სკოლას, პედაგოგსა და მოსწავლეებს  გადაეცათ სერტიფიკატები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...