ბარალეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს
14-05-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავი აღინიშნა. 

სკოლაში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ღონისძიება მიეძღვნა. წარმოდგენილი იყო როგორც ლექსები ისე საცეკვაო ნომრები. მოსწავლეებმა მეორე მსოფლიო ომის შესახებ ისაუბრეს, გაიხსენეს ომში დაღუპული გმირები, მათი მამაცობისა და თავდადების ამბები და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას ასეთი სახით პატივი მიაგეს.

ღონისძიების შემდეგ მოსწავლეებმა და სკოლის ყველა თანამშორმელმა მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. 

დღემ საინტერესოდ ჩაიარა. მოსწავლეებმა ამ უმნიშვნელოვანესი ისტორიული მოვლენის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...