საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება იმართება.
ახლახან, სკოლა-გიმნაზიის ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტში გაიმართა „დემენციის მეგობრების“ საინფორმაციო შეხვედრა.
შეხვედრას ხელმძღვანელობდნენ თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ოკუპაციური თერაპიის საბაკალავრო პროგრამის IV კურსის სტუდენტი ნინო მაღრაძე, ოკუპაციის თერაპიის პროგრამის სტუდენტი ნია ჭიხოკია, „მეხსიერების კაფის“ ბენეფიციარი და ასევე, დემენციის მქონე პირის მზრუნველი ლიზა ბურნაძე.
შეხვედრა ეხებოდა დემენციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, დემენციის მქონე პირებსა და მათი მზრუნველების გაძლიერების საკითხებს.
„გიმნაზია მუდმივად უზრუნველყოფს ხელი შეუწყოს მოსწავლეთა ცნობიერების გაზრდას და მათ სხვადასხვა აქტივობას სთავაზობს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ „დემენციის მეგობრები“ არის მსოფლიოში ყველაზე დიდი ინიციატივა დემენციის შესახებ ცნობიერების ამაღლების, სტიგმების შემცირებისა და დემენცია-მეგობრული ქმედებების წახალისებისთვის.
იხილეთ ფოტოები: