საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებისთვის კულტურული გასვლითი ღონისძიებები სასკოლო ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
ახლახან, მესამე კლასის მოსწავლეები, დამრიგებლების - ეკა ხეჩუაშვილისა და ქეთევან გაგოშიძის ხელმძღვანელობით, ნოდარ დუმბაძის მოზარდ მაყურებელთა თეატრს ესტუმრნენ, სადაც სპექტაკლი „ალადინი“ ნახეს.
მოსწავლეებმა ცნობილი ზღაპრის ჯადოსნურ სამყაროში დიდი სიხარულით იმოგზაურეს და მათთვის საყვარელი მულტიპლიკაციური ფილმის გმირები დიდი სცენაზე ნახეს.
მოსწავლეები თეატრიდან უდიდესი შთაბეჭდილებებით დატვირთულნი დაბრუნდნენ.
იხილეთ ფოტოები: