საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
13-05-2025

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითრებას. პროფესიონალი პედაგოგების დამსახურებით, მოსწავლეები იღებენ საფუძვლიან ცოდნას, იმავდროულად კი ივითარებენ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით გათვალისწინებულ უნარებს, რომლებიც სიყვარულს, ტოლერანტობას, პატრიოტიზმის გრძნობას უღვივებს მომავალ თაობებს.

ამ ჰოლისტური მიდგომებიდან გამომდინარე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში მრავალფეროვანი აქტივობები ტარდება, მათ შორის კი გახლავთ „სააღდგომო კვირეული“, რომლის ფარგლებშიც, მოსწავლეების მიერ შესრულებული თემატური ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.

ბავშვების შემოქმედებითმა უნარებმა სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა და ეს გამოფენა გახლავთ მაგალითი, რომ  საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზია ურყევად დგას მომავალი თაობების სულიერი განვითარების სადარაჯოზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...