ქვენობნის საჯარო სკოლის მოსწავლეებს საგანმანათლებლო კონკურსში წარმატებული მონაწილეობისთვის სიგელები გადაეცათ
13-05-2025

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, ქვენობნის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და იმავდროულად, ღირსეული, მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე ახალგაზრდებს დაულოცონ გზა ცხოვრების ახალ ეტაპზე.

სწორედ ამ ჰოლისტური მიდგომების დამსახურებით, ადგილობრივი მოსწავლეები იძენენ არა მხოლოდ საგნობრივ ცოდნას, არამედ სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობაში მონაწილეობით, წარმოაჩენენ საკუთარ შესაძლებლობებს.

ახლახან ქვენობნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს ტვინების ბრძოლის ფინალურ ტურში და დიპლომებიც დაიმსახურეს.

„სკოლის დირექცია მადლობას უხდის პედაგოგებს: ნანა ფოცხიშვილს, გელა ჯინჭარაძეს და კლასის ხელმღვანელებს  - მარიამ გუდავაძეს, ნარი კუნჭულიას მოსწავლეებთან მუშაობისა და ტურებში მონაწილეობის ორგანიზებისთვის“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...