ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტუალურ თამაშში წარმატებით იასპარეზეს
13-05-2025

გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებასა და კონკურსში წახალისებული და მხარდაჭერილია, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახება. 

ტრადიციულად, წელსაც მოსწავლეები გუნდურ ინტელექტუალურ თამაშს - „ტვინების ბრძოლა“ შეუერთდნენ. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდები წლებია აქტიურად მონაწილეობენ ამ ინტელექტუალურ თამაშში და წარმატებებსაც აღწევენ.

ამჯერადაც, მოსწავლეებმა თამაშის ფინალურ ტურში იასპარეზეს წარმატებით და სასკოლო საზოგადოებას სიამაყის საფუძველი მისცეს. 

„ამჯერადაც, „ტვინების ბრძოლის“ საინტერესო, დაძაბული, მაგიური და აზარტული ფინალური ტური გაიმართა. იმ ერს, რომელსაც ამდენი ნიჭიერი ბავშვი ჰყავს, გადაშენება არ უწერია. სკოლის ორმა გუნდმა („გრიფიტი“ და „ტვინები“) ისევ გაგვახარა წარმატებული ფინალით, რეგიონის მეათე და მეთერთმეტე კლასელთა გუნდებს, ჩვენი მე-9 კლასელთა გუნდი „გრიფიტი“ ღირსეულ მეტოქეობას უწევდა“,- გვეუბნებიან სკოლაში და პატარა მოაზროვნეებს გვაცნობენ. 

გუნდ „გრიფიტის“ წევრები არიან:

1. ბარბარე მესხია - გუნდის კაპიტანი;

2. ნინია მესხია;

3. ბაკურ ძაძამია;

4. შოთიკო კონჯარია;

5. იოანე ფიფია.

პატარების გუნდში - „ტვინები“ კი ირიცხებიან:

1. ელისაბედ კვიციანი - გუნდის კაპიტანი;

2. გიორგი კონჯარია;

3. ელენე ფიფია;

4. ილია აბულაძე;

5. ნიკუშა ვეკუა.

„წარმატებები ჩვენს მოსწავლეებს, მადლობა მათ მხარდამჭერ პედაგოგებს, ქალბატონებს: მარინე ფიფიასა და ნინო კვიციანს. მადლობა მოსწავლეთა მშობლებს თანადგომისათვის“,- დასძენენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...