ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, გონებრივი, სულიერი და ფიზიკური აღზრდის გზით ჰარმონიულად განვითარებული პიროვნების ფორმირება, სპორტული ტრადიციების დაცვა, გაღრმავება, თაობათა შორის მემკვიდრეობითობის უწყვეტობა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, იანეულის საჯარო სკოლის კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
გარდა იმისა, რომ სკოლაში მოსწავლეები იღებენ საფუძვლიან განათლებას, პედაგოგები მაქსიმალურად ცდილობენ ბავშვების ხელშეწყობას სპორტის მიმართულებით, რაც საბოლოოდ სხავდასხვა აქტივობაში მიღწეულ შედეგებზეც აისახება.
ახლახან იანეულის საჯარო სკოლაში შიდასასკოლო ტურნირი - „მხიარული სტარტები“ ჩატარდა, რომელშიც მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ, ერთმანეთს სხვადასხვა სახის სპორტული დაბრკოლებების გადალახვაში შეეჯიბრნენ, გამარჯვებისათვის თავი არ დაზოგეს და კარგი სპორტული მზაობაც გამოავლინეს.