მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო ტრენინგ-პროგრამა გაიარეს
14-05-2025

მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლის მოსწავლეები პედაგოგთა მხარდაჭერითა და წახალისებით აქტიურდ არიან ჩართულნი სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივებში. 

ახლახან, სკოლის მოსწავლეებმა გეოგრაფიის მასწავლებელ ქეთევან რაზმაძის ხელმძღვანელობით, აქტიური მონაწილეობა მიიღეს Eco Centre -ის მიერ იყო ორგანიზებულ ონლაინ-ტრენინგში, რომელიც მიზნად ისახავდა სამართლიანი და უსაფრთხო სამუშაო გარემოს მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლებას. ტრენინგ-პროგრამა  განკუთვნილი იყო, როგორც მასწავლებლების, ასევე მოსწავლეებისათვის.

ტრენინგი სამ ეტაპს მოიცავდა. გათვალისწინებული იყო მოსწავლეთა ჩართვა ონლაინ quiz-ის კონკურსში -„შრომითი უფლებების“ შესახებ. ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 30-მა მოსწავლემ. მათ წარმატებით გადალახეს პირველი ეტაპი და ბონუს ქულებიც დააგროვეს.

II ეტაპზე გამარჯვებულ მასწავლებელს და მოსწავლეებს გადაეგზავნათ პროექტის განსახორციელებელი მასალები, მზა რესურსები შრომით ულებებზე. შემდეგ კი ჩატარდა ცნობიერების ასამაღლებელი გაკვეთილი - „შრომითი უფლებები დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის“.

გაკვეთილს დაესწრო სამოქალაქო განათლების მასწავლებელი და ასევე სკოლის მოძღვარი - დეკანოზი ალექსანდრე ბეჟიტაშვილი. მოსწავლეებმა ჯგუფებში გაანალიზეს სიტუაციური ამოცანები, რის შემდეგაც გაიმართა დისკუსია. ნახეს ვიდეო-ფილმი - „ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმები”.

მოსწავლეებმა შეაჯამეს ტრენინგ-პროგრამის განხორციელებისას შეძენილი ცოდნა და აღნიშნეს,  რომ შრომითი უფლებების შესახებ მიღებული ცოდნა მათთვის საინტერესოც არის და საჭიროც, ვინაიდან  სამომავლოდ, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, ისინი გეგმავენ  დასაქმდნენ სხვადასხვა სფეროში.

EU4Youth პროგრამის მიერ ორგანიზებულ ონლაინ quiz-ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

ტრენინგ-პროგრამა წარმატებით განხორციელდა, რისთვისაც მოსწავლეებმა და მასწავლებელმა ქეთევან რაზმაძემ  მადლობა გადაუხადეს ორგანიზატორებს: Eco Centre -ის, EU4Youth პროგრამის მესვეურებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...