მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლის მოსწავლეები სახალისო მეცნიერებათა მუზეუმს სტუმრობდნენ
13-05-2025

მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი შემეცნებითი თავგადასავალია. პედაგოგები მათ არაერთ გასვლით ღონისძიებას სთავაზობენ და სასკოლო ცხოვრებას უმრავალფეროვნებენ. 

ახლახან, სკოლის მე-7 კლასის მოსწავლები (დამრიგებელი ნატო შიოლაშვილი) ფიზიკის მასწავლებელებელ ვერა შეყელაძის ხელმძღვანელობით,  სასწავლო პროგრამის ფარგლებში, იმყოფებოდნენ სახალისო მეცნიერებათა  მუზეუმ „ექსპერიმენტორიუმში“.

მოსწავლეებმა მართლაც რომ ხალისით მიიღეს მონაწილეობა სხვადასვა ექსპერიმენტებში. განსაკუთრებით დიდი მოწონება დაიმსახურა ,,აზოტ-შოუმ”.

„როგორც მეცნიერული, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით, განხორციელდა საინტერესო აქტივობები, რაც  მოსწავლეებს დაეხმარება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების უკეთესად ათვისებისა და გააზრებაში“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს არაერთ საინეტრესო გასვლით აქტივობას ჰპირდებიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...