ტობანიერის საჯარო სკოლის მოსწავლეების წარმატება საგანმანათლებლო კონკურსში
13-05-2025

ვანის მუნიციპალიტეტის, ტობანიერის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას. პროფესიონალი პედაგოგების დამსახურებით, ბავშვები იღებენ საფუძვლიან ცოდნას, იმავდროულად კი ივითარებენ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით გათვალისწინებულ უნარებს, რასაც ადასტურებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში მათი წარმატებული მონაწილეობა.

ახლახან ტობანიერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მუნიციპალურ საგანმანათლებლო პროექტში წარმატებით იასპარეზეს და ფინალურ ტურში საგზურიც მოიპოვეს, ხელმძღვანელი კი გახლავთ შორენა ოჩხიკიძე.

„კიდევ ერთხელ გვასახელეს ჩვენი სკოლის გონიერმა და მიზანსწრაფულმა მოსწავლეებმა სკოლებს შორის გამართულ რაიონულ ჩემპიონატზე,, რა ?! სად?! როდის?!" უძლიერეს გუნდებს შორის მათაც მოიპოვეს ფინალის საგზური და საკმაოდ კარგად იასპარეზეს... გილოცავთ ჩვენო მიზანსწრაფულებო და შემდგომ წარმატებებს გისურვებთ!

განსაკუთრებული სიყვარულით ჩვენი სკოლის დებიუტანტ გუნდებს ვულოცავთ პირველ ნაბიჯებს ამ საინტერესო თამაშში და უდიდეს წარმატებებს ვუსურვებთ!“ - ასე გამოეხმაურა ტობანიერის საჯარო სკოლა მოსწავლეთა წარმატებას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...