ფიროსმანის ცხოვრება-შემოქმედებას ჩამდურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობა მიუძღვნეს
13-05-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ჩამდურის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და მოსწავლეებიც დიდი ინტერესით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში.

აქვე აღსანიშნავია, რომ ჩამდურის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითრებას. პროფესიონალი პედაგოგების დამსახურებით, მოსწავლეები იღებენ საფუძვლიან ცოდნას, იმავდროულად კი ივითარებენ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით გათვალისწინებულ უნარებს; პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ, რათა გაკვეთილები იყოს საინტერესო, სახალისო, ეფექტური.

ამჯერად ქართული ენის მასწავლებელმა, მოსწავლეებთან ერთად, საკლასო აქტივობა ნიკალას შემოქმედებას მიუძღვნა.

ბავშვებმა ისაუბრეს ფიროსმანის ცხოვრება-შემოქმედებაზე, შექმნეს თემატური პლაკატები და წარმოადგინეს პრეზენტაცია, რომელიც მრავამხრივი, საინტერესო და რაც მთავარია შემეცნებითი გახლდათ.

პროექტმა  დადებითი გავლენა მოახდინა ბავშვებზე - სწავლების პროცესი მრავალფეროვანი და საინტერესო აღმოჩნდა მათთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...