ზარიძეების საჯარო სკოლის ფრენბურთელ გოგონათა გუნდი რეგიონული ჩემპიონატის გამარჯვებულია
13-05-2025

ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, გონებრივი, სულიერი და ფიზიკური აღზრდის გზით ჰარმონიულად განვითარებული პიროვნების ფორმირება, სპორტული ტრადიციების დაცვა, გაღრმავება, თაობათა შორის მემკვიდრეობითობის უწყვეტობა თიანეთის მუნიციპალიტეტის, ზარიძეების საჯარო სკოლის კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

გარდა იმისა, რომ სკოლაში მოსწავლეები იღებენ საფუძვლიან განათლებას, პედაგოგები მაქსიმალურად ცდილობენ ბავშვების ხელშეწყობას სპორტის მიმართულებით, რაც საბოლოოდ სხავდასხვა აქტივობაში მიღწეულ შედეგებზეც აისახება.

ახლახან აღმოსავლეთ საქართველოს თამაშებში, ზარიძეების საჯარო სკოლის ფრენბურთელ გოგონათა გუნდმა პირველობა მოიპოვა და ეს მათი მეორე დიდი გამარჯვება გახლავთ.

„ზარიძეების საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი ზედიზედ მეორედ გახდა აღმოსავლეთ საქართველოს ჩემპიონი. ეს თავდაუზოგავი შრომისა და მონდომების შედეგია.

წინ მორიგი ბრძოლაა - სრულიად საქართველოს პირველობისთვის.

სასკოლო საზოგადოება გულითადად ულოცავს გოგონებს ამ დიდ გამარჯვებას და უსურვებს შემდგომ წარმატებებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...