ვანთის საჯარო სკოლის მოსწავლეების შემეცნებითი გასვლითი აქტივობა ვაჟა-ფშაველას მშობლიურ ჩარგალში
13-05-2025

თელავის მუნიციპალიტეტის, ვანთის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითრებას. პროფესიონალი პედაგოგების დამსახურებით, მოსწავლეები იღებენ საფუძვლიან ცოდნას, იმავდროულად კი ივითარებენ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით გათვალისწინებულ უნარებს, რომლებიც სიყვარულს, ტოლერანტობას, პატრიოტიზმის გრძნობას უღვივებს მომავალ თაობებს.

ამ ჰოლისტური მიდგომებიდან გამომდინარე, ნოქალაქევის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობები ტარდება, მათ შორის კი გახლავთ გასვლითი ღონისძიებები, რომლებიც გაკვეტილზე შეძენილი ცოდნის განმტკიცებას უწყობს ხელს.

ამჯერად, ვანთის ვანთის საჯარო სკოლის მე-5 და მე-6 კლასის ხელმძღვანელებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგთან ერთად, მოაწყვეს შემეცნებითი ექსკურსია ჩარგალში;

მოსწავლეებმა დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ვაჟა ფშაველას სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს, გაეცნენ  ქართველი კლასიკოსის ყოველდღიური ცხოვრების საინტერესო დეტალებს. შეიტყვეს, რომ მუზეუმში 2000-ზე მეტი ექსპონატია დაცული, მათ შორის პოეტის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მემორიალური ნივთები, XIX საუკუნისა და XX საუკუნის დასაწყისის ეთნოგრაფიული ხასიათის მასალები, პოეტის კრებულების სხვადასხვა პერიოდის გამოცემები, პოეტისადმი მიძღვნილი ფერწერული, გრაფიკული და სკულპტურული ნამუშევრები, საინტერესო ფოტომასალა.

აქტივობის ფარგლებში, მოსწავლეებმა გაიხსენეს ვაჟას შემოქმედება. მსგავსი სახის სოციალური პროექტები კი, ხელს უწყობს ახალგაზრდებს შორის ჯანსაღი და მეგობრული კომუნიკაციის ჩამოყალიბებას. ზრდის მათში თვითშემეცნების უნარს და ეხმარება მსოფლმხედველობის განვითარებაში.

იხილეთ ფოტოები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...