ეშტიის N2 საჯარო სკოლის იუბილეს მოსწავლე-მასწავლებლებმა ემოციური ვიდეორგოლი და შთამბეჭდავი ღონისძიებები მიუძღვნეს
13-05-2025

​ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, ეშტიის N2 საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და იმავდროულად, ღირსეული, მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე ახალგაზრდებს დაულოცონ გზა ცხოვრების ახალ ეტაპზე.

სწორედ ამ ჰოლისტური მიდგომების დამსახურებით, ადგილობრივი მოსწავლეები იძენენ არა მხოლოდ საგნობრივ ცოდნას, აქტიურად ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში და აწყობენ მნიშვნელოვანი თრიღებისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს.

ამჟამად ეშტიის N2 საჯარო სკოლაში დიდი სამზადისია - მნიშვნელოვანი თარიღი - 60 წლის იუბილე ახლოვდება და სრულიად სასკოლო საზოგადოებაა მაღლებული განწყობით ულოცავს მშობლიურ ცოდნის ტაძარს.

„ეშტიის N2 საჯარო სკოლაში აქტიური მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც სკოლის 60 წლის იუბილეს ეძღვნება. მასწავლებლები ჩართულნი არიან ამ სამუშაოებში; სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა ემოციური ვიდეორგოლი მიუძღვნეს მშობლიურ სკოლას, რომლის ინიციატორები და განმახორციელებლები არიან სპორტის მასწავლებელი სევაკ აროიანი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი არმინე ბადოიანი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიდეო იხილეთ ბმულზე.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...