ალასტანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
13-05-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ალასტანის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და იმავდროულად, ღირსეული, მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე ახალგაზრდებს დაულოცონ გზა ცხოვრების ახალ ეტაპზე.

სწორედ ამ ჰოლისტური მიდგომების დამსახურებით, ადგილობრივი მოსწავლეები იძენენ არა მხოლოდ საგნობრივ ცოდნას, სიღრმისეულ ინფორმაციას იღებენ იმ თარიღებთან დაკავშირებით, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ისტორიაში.

ახლახან, ალასტანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავი გასვლითი აქტივობით აღნიშნეს, მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლთა მემორიალთან, პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას, აქტივობას კი ხელმძღვანელობდა პედაგოგი ვერონიკა იეროიანი.

„ალასტანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დიდი სამამულო ომის მსხვერპლთა მემორიალთან ფაშიზმთან გამარჯვების 80 წლისთავი აღნიშნეს. მასწავლებელი ვერონიკა იეროიანი.

დიდება ჩვენს გმირ მამებს, დიდება! დიდება! დიდება!“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...