გაიცანით ჭალის საჯარო სკოლის მოსწავლე, რომელმაც მძლეოსნობაში საპრიზო ადგილი მოიპოვა
13-05-2025

ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, გონებრივი, სულიერი და ფიზიკური აღზრდის გზით ჰარმონიულად განვითარებული პიროვნების ფორმირება, სპორტული ტრადიციების დაცვა, გაღრმავება, თაობათა შორის მემკვიდრეობითობის უწყვეტობა საჩხერის მუნიციპალიტეტის, ჭალის საჯარო სკოლის კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

გარდა იმისა, რომ სკოლაში მოსწავლეები იღებენ საფუძვლიან განათლებას, პედაგოგები მაქსიმალურად ცდილობენ ბავშვების ხელშეწყობას სპორტის მიმართულებით  და ამის დასტურია ახლახან, „თავისუფლების თამაშები 2025“-ში მიღწეული შედეგები.

მძლეოსნობაში ჭალის საჯარო სკოლის მეშვიდეკლასელმა - ნატა ჭიტაძემ საპრიზო ადგილი მოიპოვა და როგორც ოჯახს, ისე მშობლიურ სკოლას საკუთარი წარმატებით სიამაყის საფუძველი მისცა.

„ზოგადად, ჭალის საჯარო სკოლა აქტიურადაა ჩართული სპორტულ ღონისძიებებში. წლის განმავლობაში მოსწავლეებმა არაერთი წარმატება მოიპოვეს... ამჯერად საჩხერის მუნიციპალიტეტში დაიწყო თავისუფლების თამაში-2025! Მძლეოსნობა-100 მ. ამ ასპარეზობაში მე-2 ადგილი მოიპოვა ჩვენი სკოლის მე-7 კლასის მოსწავლემ ნატა ჭიტაძემ (პედ. ბ. ბერდელიძე, ნ. წერეთელი).

ვულოცავთ ნატას ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ გამარჯვებებს!“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...