Friendship Opens All Doors - ინტერდისციპლინური პროექტი დილისკის N1 საჯარო სკოლაში
13-05-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, დილისკის N1 საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს დამოსწავლეებიც დიდი ინეტრესით ერთვებიან საგანამანათლებლო პროექტებში, რომლებიც მისცემს საშუალებას განიმტკიცონ მიღებული ცოდნა და გამოვალინონ საკუთარი შესაძლებლობები.

ამჯერად წარმოგიდგენთ დილისკის N1 საჯარო სკოლის პედაგოგის - იამზე მსხვილიძის მიერ განხორციელებულ პროექტს, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა ორიგინალური ზღაპარი – ერთობლივი ნარატივი მეგობრობაზე, რომელიც ყველა ქვეყანამ საკუთარი ხედვით განავითარა. მრავალფეროვანი ცეკვის ვიდეოკოლაჟი კი გახდა კულტურათშორისი დიალოგის სიმბოლო. პროექტმა არა მხოლოდ გააღო წარმოსახვის კარები, არამედ გაამყარა მეგობრობა და თანაგრძნობა სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეებს შორის.

Friendship Opens All Doors - არის საერთაშორისო, ინტერდისციპლინური eTwinning პროექტი, რომლის მთავარი თემა მეგობრობა და თანამშრომლობაა. პროექტის სიუჟეტი ეფუძნება ზღაპრულ მოტივს – პრინცესა ლილი გამოკეტილია საქართველოში, კოშკში, და მხოლოდ სხვადასხვა ქვეყნის ბავშვების ძალისხმევით შეიძლება მისი გადარჩენა.

„დავგეგმე და გავააქტიურე პროექტის ძირითადი სიუჟეტი ზღაპრული და თამაშობრივი ელემენტებით.

შევქმენი თანმიმდევრული აქტივობები, რომელიც მოიცავდა წერილებს, მინიშნებებს, თავსატეხებსა და კრეატიულ დავალებებს. ასევე მოვაწყვე „გადამწყვეტი შეხვედრა“, სადაც ქვეყნებმა თანამშრობლობით შექმნეს ზღაპრის ფინალური ნაწილი; ჩავრთე კულტურული გაცვლის ელემენტი ცეკვის სახით: მონაწილეებმა შეასრულეს როგორც საკუთარი, ასევე სხვა ქვეყნების ტრადიციული ცეკვები“, - გვიამბობს იამზე მსხვილიძე და იმასაც გვიმხელს, რომ მოსწავლეებმა განივითარეს ენობრივი და წერითი უნარები ქართულ და ინგლისურ ენაზე, გამოავლინეს შემოქმედებითი აზროვნება ზღაპრის აგებისა და სიტუაციების გადაწყვეტის პროცესში, გუნდურობისა და თანამშრომლობითი პრინციპების გათვალისწინებით, განვითარდნენ ციფრული წიგნიერების (Canva, BookCreator, Google Slides, Padlet და სხვ.) მიმართულებით, აიმაღლეს კულტურული ცნობიერება და წარმატებით გამოუყენეს ინტერკულტურული კომუნიკაცია.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...