პტენის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საგზაო ნიშნები და უსაფრთხოების წესები თამაშ-თამაშით ისწავლეს
14-05-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებს „მე და საზოგადოების“ მეტად საინტერესო და სახალისო გასვლითი გაკვეთილი ჩაუტარდათ. 

მოსწავლეებმა გაკვეთილზე საგზაო ნიშნები და უსაფრთხოების წესები ისწავლეს. პედაგოგმა - ვარა გალიბინმა მოსწავლეები სახალისო აქტივობებში ჩართო და საინტერესო როლური თამაშიც შესთავაზა. 

მოსწავლეებმა საგზაო ნიშნები თამაშ-თამაშიც ისწავლეს და უსაფრთხოების წესებსაც ხალისით გაეცნენ. 

გასვლითი გაკვეთილი ბავშვებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად თავშესაქცევი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...