ახმეტის N3 საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს. მათ შორისაა სპორტსმენი თორნიკე მაზიაშვილი.
თორნიკე მაზიაშვილმა 9-11 მაისს ასტანაში ძიუდოს გრანდ სლემში იასპარეზა. ახალგაზრდა სპორტსმენმა შეჯიბრი წარმატებით დაიწყო, უნგრელი ჩანად ფეცკო ვაზარ-იუკოთი დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.
სამწუხაროდ, შემდეგ ეტაპზე თორნიკე მაზიაშვილი იზნაურ საევთან დამატებით დროში ვაზარით დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.
ახმეტის N3 საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულს გულმხურვალედ გულშემატკივრობდნენ.
სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდა სპორტსმენს წინსვლას და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ქალაქ ახმეტის N3 საჯარო სკოლა, ამაყობს შენით“,- ასე მიმართავენ სპორტსმენს სკოლაში და მის ერთგულ გულშემატკივრებად და მხარდამჭერებად რჩებიან.
იხილეთ ვიდეო: