ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ სკინდორის საჯარო სკოლის პედაგოგები ღირსეულ მოქალაქეებს ზრდიან და საგნობრივ ცოდნასთან ერთად მომავალ თაობას როგორც საკუთარი, ისე სხვისი უფლებების დაცვასა და პატივისცემას ასწავლიან.
4 მაისს მსოფლიოში ბულინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნა. თარიღთან დაკავშირებით, სკოლაში მოსწავლეთა ცნობირების ამაღლებისკენ მიმართული შეხვედრა ჩაატარა ინგლისურის მასწავლებელმა - თეა ფხალაძემ.
საგანმანათლებლო შეხვედრაში ყველა კლასის მოსწავლე იყო ჩართული. მოსწავლეებმა პედაგოგთან ერთად ბულინგის სახეებსა და პრევენციის გზებზე ისაუბრეს და ჩაგვრა დაგმეს.
მოსწავლეებმა ასევე კედლის გაზეთები დაამზადეს. საკითხის შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა მე-9 კლასის მოსწავლე მერაბ შუკაკიძემ.
ღონისძიების მიზანი იყო ბულინგის შესახებ ცნობიერების ამაღლება და კეთილგანწყობილი სასკოლო გარემოს მნიშვნელობის აღნიშვნა.
იხილეთ ფოოტები: