ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებით.
ახლახან, სკოლაში ჩატარდა ღონისძიება-პროექტი თემაზე- „სომხური და ქართული ტრადიციები“ (მსგავსება-განსხვავება, კულტურა, სამზარეულო, ჩაცმულობა) ნარინე ხეჩოიანისა და თინათინ გოზალიშვილის ხელმძღვანელობით.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მე- 3, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები, რომლებიც დამსწრე საზოგადოების წინაშე საინტერესო წარმოდგენებითა და ინფორმაციით წარდგნენ.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ქართველ-სომეხთა მეგობრობის დასადასტურებლად ღონისძიებაზე მიიწვიეს ბარალეთის N2 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები, რომელთაც წარმოადგინეს ცეკვა „ქართული“. ასევე წარმოდგენილი იყო სომხურ - ქართული ტრადიციული ცეკვები, გაიმართა ფილმის - „ხათაბალა“ ჩვენება.
ღონისძიება მეტად საინტერესოდ წარიმართა და მაყურებლის უდიდესი მოწონება დაიმსახურა.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: