მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში წახალისებული და მხარდაჭერილია, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და ინტერესებზე აისახება.
ახლახან, მულახის საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ მესტიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ გამართულ პირველ სამეცნიერო კონფერენციაში სახელწოდებით - „ჩემი სვანეთი“.
მოსწავლეებმა - მარიამ ქურდიანმა და ნინო ქურდიანმა კონფერენციაზე წარადგინეს სკოლის ახლახანს გარდაცვლილი პედაგოგის, ისტორიკოსის - ჯორჯ გუჯეჯიანის ბოლო საპროექტო ნაშრომი - „სამშენებლო კირის გამოწვის ტრადიცია XIX-XX საუკუნეებში ზემო სვანეთში“.
სკოლის სახელოვანი პედაგოგის ხსოვნას კონფერენციის მსმენელებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. მოსწავლეებმა კი თემა მეტად საინტერესოდ და ამომწურავად წარადგინეს და დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი დაიმსახურეს.
იხილეთ ფოტოები: