ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებით.
მათ შორის აღსანიშნავია, 8 მაისს, მათემატიკის მასწავლებლის - მეგი გიორგაძის ხელმძღვანელობით გამართული შთამბეჭდავი ღონისძიება.
მე-4, მე-5, მე-6 კლასების მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას რიცხვების ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურეს. მე-7,მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა ისაუბრეს ნიუტონზე, გენიალურ მეცნიერზე და მაყურებელს გააცნეს ქართველი ფიზიკოსი ქალები.
ღონისძიების დასასრულს გაიმართა მათემატიკური ვიქტორინა, სადაც ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეები შეეჯიბრნენ.
ღონისძიება მეტად საინტერესოდ და მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა.
იხილეთ ფოტოები: