საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში სპორტისა და ჯასნაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა იმართება.
ახლახან, სკოლაში ჩატარდა ფრენბურთის ჩემპიონატი მე-5 და მე-6 კლასებს შორის.
შეჯიბრი იყო ძალიან დაძაბული და საინტერესო. გუნდებმა აჩვენეს კარგი მომზადება და გუნდური სულისკვეთება.
დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა მე-6ა კლასმა, მათ აჩვენეს თამაშის განსაკუთრებული ტექნიკა და შეუპოვრობა.
„ჩემპიონატი იყო წარმატებული და სპორტული სულისკვეთებით სავსე. ვულოცავთ მე-6ა კლასს გამარჯვებას და ყველა მონაწილე გუნდს ღირსეული თამაშისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს არაერთ სპორტულ ღონისძიება ჰპირდებიან.
იხილეთ ფოტოები: