ნოქალაქევის საჯარო სკოლაში საგაზაფხულო საფეხბურთო შეჯიბრებები დაიწყო
13-05-2025

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

ახლახან, ნოქალაქევის საჯარო სკოლაში დაიწყო საგაზაფხულო საფეხბურთო შეჯიბრებები კლასებს შორის. 

მეხუთე და მეექვსეკლასელ გოგონათა და ვაჟთა შემადგენლობით გაიმართა შიდასასკოლო შეჯიბრება - მინი ფეხბურთში (5X5). თამაში დასრულდა ფრედ - 2 : 2.

თამაში სახალისოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა. ბავშვებმა იაქტიურეს დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

სპორტული ღონისძიება პედაგოგების - ხათუნა ხუხუნისა და გიორგი ჯღამაძის ხელმძღვანელობით გაიმართა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...