ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსტანის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან. ცხადია სკოლაში აქტიურად აღინიშნება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღები.
რა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დედაენის დღე.
14 აპრილს, ბოსტანის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა - ნინო მკერვალიძემ, ფოთოლა მურუსიძემ და დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა დედაენის დღესთან დაკავშირებით საინტერესო ღონისძიება გამართეს.
მოსწავლეებმა პლაკატები შექმნეს, წაიკითხეს ქართული ენისადმი მიძღვნილი ლექსები და ხოტბა შეასხეს ქართული ენის სიდიადეს.
„მოსწავლეებმა დასამახსოვრებელი დღე გვაჩუქეს“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა შემოქმედებითობა.
იხილეთ ფოტოები: