ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლაში როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა იმართება.
ახლახან, სკოლაში ხელოვნების მასწავლებლის - ლუსინე წარუკიანის ხელმძღვანელობით, უფროსკლასელებმა წარმოადგინეს ხელნაკეთი ნამუშევრები.
„მიზანი იყო მოსწავლეებს წარმოეჩინათ შრომისუნარიანობა და თავიანთი შესაძლებლობები“,-აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს არაერთ შემოქმედებით აქტივობას ჰპირდებიან.
იხილეთ ფოტოები: