მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავენ. მათ შორის აღსანიშნავია, პროექტებით სწავლება, რომელიც სკოლაში წარმატებით მიმდინარეობს.
აღსანიშნავია პროექტი „British and Georgian traditional foods. Form 7. („ბრიტანული და ქართული ტრადიციული კერძები. ფორმა 7“).
პროექტის ხელმძღვანელი გახლავთ ინგლისური ენის მასწავლებელი - იზოლდა დანელია.
პროექტის თემაა - „ინგლისური საკვები“. პროექტზე მე-7 კლასის მოსწავლეებმა ხალისით იმუშავეს.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პროექტული სწავლების მიზანია სოციალიზაცია, პრეზენტაციის უნარის განვითარება, ცოდნის შეძენა და ანალიზის და სინთეზის როგორც მაღალი ინტელექტუალური უნარების განვითარება.
პრეზენტატორებმა წარმოადგინეს როგორც ქართული, ისე ინგლისური კერძები. ისაუბრეს მათ მნიშვნელობაზე ჯანმრთელობის თვალსაზრისითაც.
მოსწავლეება წარმოაჩინეს საგნობრივი ცოდნა და ენობრივი მარაგი და ახალი გამოცდილებაც შეიძინეს.
იხილეთ ფოტოები: