ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლის პირველკლასელებმა საანბანო პერიოდი წარმატებით დაასრულეს.
პირველ კლასში „ანბანის ზეიმი“ ჩატარდა. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ და ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
ბავშვებმა წარმოთქვეს ლექსები, იმღერეს და საცეკვაო ნომრებიც შეასრულეს.
ღონისძიება მეტად საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა და ემსახურებოდა, როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარებას.
ღონისძიება, ქართულის, როგორც მეორე ენის მასწვალებლის - გუანნა მკოიანის და კონსულტანტ-მასწავლებლის თამილა კობაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები: