ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ანბანის წარმატებით შესწავლა ღონისძიებით აღნიშნეს.
სკოლაში, „ანბანის ზეიმი“ ჩატარდა, სადაც მოსწავლეებმა ქართველი ერის წინაშე იაკობ გოგებაშვილის ღვაწლი აღნიშნეს. ისაუბრეს „დედა ენის“ როლზე წიგნიერების გავრცელებაში.
მათ ზეიმზე, დედაენისადმი სიყვარული, პატივისცემა ლექსებითა და სიმღერებით გამოხატეს.
„ეს დღე განსაკუთრებით გამორჩეული იყო ჩვენი თვალებციმციმა პირველკლასელისთვის, რომელმაც წარმატებით დაასრულა საანბანო პერიოდი“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა.
აღსანიშნავია, რომ ბარალეთის N2 საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით, არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება თუ აქტივობა იმართება.
იხილეთ ფოტოები: