დაბა ასპინძის საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში მე-9 კლასელებმა ბიოლოგიის საგანში კომპლექსური დავალების საჯარო პრეზენტაცია წარმოადგინეს.
მასწავლებლის მაია ნათენაძის ხელმძღვანელობით გაიმართა აქტივობა თემაზე: „ფსიქოაქტიური ნივთიერებები და ადამიანის ჯანმრთელობა“, რომლის მიზანი იყო ფსიქოაქტიური ნივთიერებების ორგანიზმზე ზემოქმედების უარყოფითი შედეგების გაცნობიერება მოზარდებში. აქტივობის ფარგლებში შეიქმნა რჩევების წიგნი მავნე ჩვევებზე დამოკიდებული ადამიანებისათვის.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: სკოლის დირექტორი, პედაგოგები, სასულიერო პირი მამა აკაკი, უფროსი კლასის მოსწავლეები და მათი მშობლები.
იხილეთ ფოტოები: