კალის საჯარო სკოლაში ნიკო ფიროსმანის დაბადებიდან 163 წლისთავს ღონისძიება მიეძღვნა 
13-05-2025

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლაში დიდი ქართველი მხატვრის - ნიკო ფიროსმანის ცხოვრებასა და შემოქმედებას ღონისძიება მიეძღვნა. 

ღონისძიებით ნიკო ფიროსმანის დაბადებიდან 163 წლისთავი აღინიშნა. ღონისძიება, რომელსაც ხელოვნების პედაგოგი ნინელი სამსიანი ხელმძღვანელობდა შთამბეჭდავად წარიმართა. 

მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოაჩინეს ნიკო ფიროსმანის ბიოგრაფია, მისი ტრაგიკული სიყვარული „აქტრისა მარგარიტასდმი“, მოყვნენ უკვდავ ისტორიას თუ როგორ გაყიდა მხატვარმა დუქანი და ურმებით გაუგზავნა წითელი ვარდები ფრანგი მოცეკვავეს. ამ ფაქტის ზეგავლენით კი შეიქმნა პოპულარული. სიმღერა.

მე-10 კლასის მოსწავლე გეგი პირველმა დიდი ოსტატობით მოირგო ნიკო ფიროსმანის როლი.

მოსწავლეებმა შექმნეს ნიკო ფიროსმანის ნახატები, რომელიც გამოფინეს ღონისძიებაზე.

სკოლის დირექტორმა ბატონმა რაულ გულბანმა, მადლობა გადაუხადა პედაგოგ ნინელი სამსიანს, მოსწავლეებთან ერთად, ჩატარებული ღონისძიებისთვის და წარმატებები უსურვა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...