გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო პროცესი მიმდინარეობს.
მათ შორის, აღსანიშნავია, ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ენასა და ბუნებისმეტყველებაში თემაზე - მცენარეთა ზრდა და გამრავლება. სასწავლო პროცესს მასწავლებლები - რიტა მინესაშვილი და ირადა გუსეინოვა ხელმძღვანელობდნენ.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, გაკვეთილის მიზანი იყო:
ქართული ენაში: მოსწავლეები წაიკითხავენ და გაიგებენ შემეცნებითი ხასიათის ტექსტს; გაიუმჯობესებენ კითხვის, გააზრებისა და ტექსტზე მუშაობის უნარებს; აითვისებენ ყვავილების გამრავლებასთან დაკავშირებულ ახალ სიტყვებს; გაიმდიდრებენ ლექსიკას; გაიგებენ და ისაუბრებენ ყვავილების გამრავლებაზე მარტივი წინადადებებით.
ბუნებაში: მოსწავლეები გაიხსენებენ ყვავილის აგებულებასა და მათ გამრავლებას; დააკავშირებენ ყვავილოვანი მცენარის ძირითად ორგანოებს მათ ფუნქციებთან.
გაკვეთილი საინტერესოდ წარიმართა და დასახულ მიზანს მიაღწია, ის მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: