დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში მოსწავლეებმა საინტერესო ინგლისურენოვანი პრეზენტაცია გამართეს
08-05-2025

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენას სიღრმისეულად სწავლობენ. იმისთვის რომ მოსწავლეებს ხარისხიანი ცოდნა მისცენ პედაგოგები ბავშვებს სასწავლო პროცესს არაერთი აქტივობით უმრავალფეროვნებენ და სხვადახვა სასწავლო მეთოდს სთავაზობენ. 

ახლახან, მე-7 და მე-6 კლასების მოსწავლეება საინტერესო ინგლსიურენოვანი პრეზენტაცია გამართეს. 

ნატალი ბეჭვაია, თაკო ფონიავა, თაკო კუკანია და ნუგო ბეჭვაია დამწრე საზოგადოების წინაშე წარმატებით წარდგნენ და ცოდნა და ენობრივი მარაგი წარმოაჩინეს. 

პრეზენტაციას ესწრებოდნენ ინგლისური ენის მასწავლებელი იზო დანელია და სკოლის დირექტორი დავით ნაჭყებია.

პრეზენტაცია სკოლის ბიბლიოთეკაში ჩატარდა და საინტერესოდ წარიმართა, მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს. 

იხილეთ ვიდეო1, ვიდეო2, ვიდეო3

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...