უჩმანის საჯარო სკოლაში, ბულინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პრეზენტაცია გაიმართა
08-05-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის საჯარო სკოლის პედაგოგები სამაგალითო მოქალაქეებს ზრიდან და საგნობრივ ცოდნასთან ერთად როგორც საკუთარი, ისე სხვისი უფლებების დაცვასა და პატივისცემას ასწავლიან. 

4 მაისს მსოფლიოში ბულინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნა. თარიღს უჩმანის საჯარო სკოლი მე-7 და მე-9 კლასის მოსწავლეები გამოეხმაურნენ და პედაგოგ ჟენია თუმასიანის ხელმძღვანელობით პრეზენტაცია გამართეს.

მოსწავლეებმა პედაგოგთან ერთად ბულინგის სახეებსა და პრევენციის გზებზე ისაუბრეს და ჩაგვრა დაგმეს. 

ღონისძიების მიზანი იყო ბულინგის შესახებ ცნობიერების ამაღლება, მისი პრევენცია, კეთილგანწყობილი სასკოლო გარემოს მნიშვნელობის ხაზგასმა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...