ბურნაშეთის საჯარო სკოლაში ცნობილი სომეხი მწერლის - ვაჰან ტერიანის პოეზიის საათი გაიმართა
08-05-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბურნაშეთის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯარებულია საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებებით, მათ შორის აღსანიშნავია საინტერესო ლიტერატურული ღონისძიება, რომელიც ვაჰან ტერიანის ცხოვრებასა და შემოქმედებას მიეძღვნა. 

ვაჰან ტერიანის პოეზიის საათი მე-11 კლასმა ჩაატარა. მოსწავლეებმა ცნობილი სომეხი პოეტის ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და მისი შემოქმედება გააცოცხლეს. ღონისძიება მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარიმართა, დამსწრე საზოგადოების წინაშე ყველა მოსწავლე შემოქმედებითად წარდგა. 

მოსწავლეებმა ღონისძიება ვაჰან ტერიანის ლექსის მიხედვით შექმნილი სიმღერით დააგვირგვინეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...