ჭიათურის N2 საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის და გეოგრაფიის მასწავლებლებმა მარინა ბედინაშვილმა და მეგი მამაცაშვილმა VIIIა კლასში ჩაატარეს ინტეგრირებული ღია გაკვეთილი თემაზე: „ნაცნობი ადგილები დასავლეთ საქართველოს კუთხეების მიხედვით“.
მოსწავლეებმა იმსჯელეს კუთხური პოეზიისა და დასავლეთ საქართველოს კუთხეების გეოგრაფიული მახასიათებლების (ფლორა, ფაუნა, კლიმატური სარტყელი და ა. შ.) შესახებ. საინტერესოდ წარმოადგინეს ქართულ პოეზიაში გაცოცხლებული დასავლეთ საქართველოს კუთხეებისათვის დამახასიათებელი მეტყველების თავისებურებები.
მასწავლებლებმა გამოიყენეს როგორც საერთო საკლასო, ისე-ჯგუფური მუშაობის მეთოდები.
მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში, მათ დაკისრებულ მისიას კარგად გაართვეს თავი. ღია გაკვეთილი მოსწავლეებისათვის პროდუქტიული და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.
მასწავლებლებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს საგნისა და მოსწავლეებისადმი უდიდესი სიყვარული. მადლობა მასწავლებლებს მარინა ბედინაშვილსა და მეგი მამაცაშვილს ასეთი საინტერესო გაკვეთილისათვის.
გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ქალბატონი ცირა ბრეგვაძე და ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის წევრები.