აკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგს საგანმანათლებლო პროექტში მონაწილეობისთვის სერტიფიკატები გადაეცათ
08-05-2025

ზაზა ჩხაიძის სახელობის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის აკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის - „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის“ ნახევარფინალურ ეტაპში.

ღონისძიება 3 მაისს გაიმართა ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონის“ საკონფერენციო დარბაზში „რა? სად? როდის?“ პრინციპით წარიმართა. პროექტის მიზანი იყო მოსწავლეთა ისტორიული ცნობიერების ამაღლება და გუნდური მუშაობის უნარების განვითარება.

აკეთის სკოლის გუნდმა აქტიურად იასპარეზა და გამოავლინა მაღალი მოტივაცია და ცოდნა. მონაწილეობისთვის მოსწავლეები და გუნდის ხელმძღვანელი, პედაგოგი ლეილა გოგელია დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით.

სკოლა მადლობას უხდის პროექტის ორგანიზატორებს და ამაყობს თავისი მოსწავლეების წარმატებით.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...