ჭანჭათის საჯარო სკოლის გუნდი ეროვნული არქივის პროექტის ნახევარფინალის საუკეთესო ათეულში მოხვდა
08-05-2025

ბათუმში, საქართველოს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის - საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“  ფარგლებში გაიმართა ნახევარფინალური ეტაპი, რომელშიც მონაწილეობდა 35 გუნდი საქართველოს სხვადასხვა სკოლიდან.

ჭანჭათის საჯარო სკოლის VII, VIII და IX კლასის მოსწავლეებისგან შემდგარმა გუნდმა წარმატებით იასპარეზა და თავის სესიაში საუკეთესო ათეულში მოხვდა, რაც სკოლისათვის მნიშვნელოვანი აღიარებაა.

გუნდის წევრები არიან: გაბრიელ გოგუაძე, ანამარია ჩიჩუა, ნინი გოგუაძე, ანანო აბაშიძე და ლიზი აბაშიძე. აღსანიშნავია, რომ გუნდის მომზადებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის პედაგოგ ილია ვადაჭკორიას.

სკოლა ამაყობს საკუთარი მოსწავლეების მიღწევებით და მადლობას უხდის როგორც მათ, ისე მასწავლებელს გამოჩენილი პასუხისმგებლობისთვის, შრომისთვისა და წარმატებისკენ მიმართული ძალისხმევისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...