გურკელის საჯარო სკოლაში ტრადიციად ქცეული წიგნის ჩუქების აქტივობა გაიმართა
08-05-2025
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურკელის საჯარო სკოლაში ტრადიციად იქცა წიგნის ჩუქების საქველმოქმედო აქტივობაში ჩართვა.
 
უკვე რამდენიმე წელია, რაც აპრილი გურკელის საჯარო სკოლისთვის მხოლოდ გაზაფხულის მეორე თვე არ არის - 2019 წლიდან ის წიგნის ჩუქების თვედაა აღიარებული, გიორგი კეკელიძის ინიციატივით, ხოლო 23 აპრილი - წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღე - განსაკუთრებული თარიღია ლიტერატურის მოყვარულთათვის.

წიგნის, როგორც საჩუქრის, გაზიარების კულტურა, რომელიც ამ დღეს უკავშირდება, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს როგორც კითხვის მოტივაციის ზრდას, ისე ერთმანეთთან ადამიანების დაახლოებას.

გურკელის საჯარო სკოლა ყოველწლიურად უერთდება ამ ინიციატივას და მას ტრადიციულ ღონისძიებად აქცევს. სკოლის სივრცეში მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები ერთიანდებიან საერთო მიზნის გარშემო - წიგნის სიყვარული და მისი ღირებულების გაზიარება მომავალი თაობებისთვის.

 
 ვიდეო იხილეთ ბმულზე
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...