მარტვილის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებული და მხარდაჭერილია, ნიჭისა და უნარების განვითარებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, რაც ახალგაზრდების შესაძლებლობებზე აისახება.
ახლახან, მარტვილის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები თეატრალურ ფესტივალს შეუერთდნენ.
სასკოლო თეატრალური ფესტივალი, „თეატრალური მარტვილი“ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლის ორგანიზებით მოეწყო.
ტრიფონ ხუხუას სახელობის მარტვილის კულტურის სახლმა საბავშვო თეატრალურ დასებს უმასპინძლა.
მათ შორის იყო მარტვილის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თეატრალური დასი, რომელიც ფესტივალზე წარმატებით წარდგა.
თეატრალურ ფესტივაში აქტიური მონაწილეობისთვის მარტვილის N1 საჯარო სკოლა და პატარა თეატრალები სიგელებით დაჯილდოვდნენ. თეატრალურ დასს დიპლომი გადაეცა ასევე ნომინაციაში - „საუკეთესო სცენოგრაფია“.
იხილეთ ფოტოები: