ბაღდათის N1 საჯარო სკოლაში გაიმართა ბიბლიოთეკის კვირეულისადმი მიძღვნილი ღონისძიება სახელწოდებით „წიგნი ცოდნის სამყაროა“, რომლის ინიციატორიც გახლდათ დიმის თემის ბიბლიოთეკა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სასკოლო საზოგადოების, ბაღდათის გამგეობისა და საკრებულოს, ბაღდათის ცენტრალური და დიმის თემის ბიბლიოთეკების წარმომადგენლები.
ღონისძიების საპატიო სტუმარი გახლდათ პოეტი და კომპოზიტორი ნუკრი კარკაძე, რომლის პოეზიაც საოცარი სიფაქიზითა და დახვეწილი შესრულებით გააცოცხლეს ბაღდათის N1 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეებმა და VI კლასის მოსწავლე მარიამ მუჯირმა.
სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის მომზადდა ნუკრი კარკაძის შემოქმედებითი ესკიზის ამსახველი ვიდეორგოლი. ვიდეორგოლის შექმნაზე მუშაობდნენ X კლასის მოსწავლეები: მარიამ მშვილდაძე და ანანო გელხვიიძე.
იხილეთ ფოტოები: