თბილისის N28 საჯარო სკოლის მეოთხე კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე „რუკა და გეოგრაფიული ობიექტები“. გაკვეთილი გაიმართა კლასის პედაგოგის, ლიანა ქსოვრელის ხელმძღვანელობით.
გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის რუკის მნიშვნელობისა და მასზე არსებული გეოგრაფიული ობიექტების სწორი ამოცნობისა და წაკითხვის უნარის ჩამოყალიბება. მოსწავლეებმა აქტიურად მიიღეს მონაწილეობა, იმუშავეს ჯგუფურად, უპასუხეს შეკითხვებს და წარადგინეს თავიანთი მოსაზრებები თემის ფარგლებში.
ღია გაკვეთილი გამოირჩეოდა ინტერაქტიური და მრავალფეროვანი მიდგომებით, რაც ხელს უწყობდა როგორც საგნობრივი ცოდნის გაღრმავებას, ასევე მოსწავლეთა ჩართულობის ზრდას.
იხილეთ ფოტოები: