ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბოსტანის საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით გაიმართა ღონისძიება, რომელიც სკოლის მასწავლებლების, ნინო მკერვალიძის, ფოთოლა მურუსიძისა და დაწყებითი კლასის მოსწავლეების ინიციატივით მოეწყო.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა წარადგინეს სპეციალურად მომზადებული პლაკატები და წაიკითხეს დედაენისადმი მიძღვნილი ლექსები, რაც მეტად უსვამდა ხაზს მშობლიური ენის სიყვარულისა და დაფასების მნიშვნელობას.
მონაწილე ბავშვებმა არა მხოლოდ ცოდნა, არამედ შემოქმედებითი და ემოციური მიდგომაც აჩვენეს. მათ დამსწრეებს დაუვიწყარი დღე აჩუქეს, რომელიც პატარებისთვისაც და დიდებისთვისაც სამახსოვროდ დარჩება.
იხილეთ ფოტოები: