თბილისის N28 საჯარო სკოლაში პედაგოგ ლიანა ქსოვრელის ორგანიზებით გაიმართა ნორჩ ეკოლოგთა კლუბის „ნეა“ მორიგი სამუშაო შეხვედრა, რომლის თემაც ჰერბარიუმის დამზადების წესის შესწავლა იყო.
კლუბის წევრები აქტიურად ჩაერთვნენ თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილში — მათ დეტალურად გაიაზრეს მცენარეთა შეგროვებისა და დამუშავების ეტაპები, დასვეს საინტერესო კითხვები და მოემზადნენ ჰერბარიუმის შექმნის პრაქტიკული სამუშაოსთვის.
შეხვედრა ემსახურებოდა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას და ბუნებისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ფორმირებას.
იხილეთ ფოტოები: