ტობანიერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტუალურ თამაშში საპრიზო ადგილი დაიკავეს
14-05-2025

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგები ზრუნავენ როგორც მოსწავლეთა საგნობრივ ცოდნაზე, ასევე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებაზე. ცოდნისა და უანრების წარმოჩენა-განვითარების მიზნით კი მათ ჩართულობას სხვადასხვა კონკურსში ახალისებენ. მოტივირებულ მოსწავლეთა სახელზე კი არაერთი წარმატებაა. 

ახლახან, ტობანიერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტუალურ თამაშში - „რა? სად? როდის?“ საპრიზო ადგილი დაიკავეს. მოსწავლეთა ხელმძღვანელი პედაგოგი - შორენა ოჩხიკიძე გახლავთ. 

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ხარობენ და მათ ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„კიდევ ერთხელ გვასახელეს სკოლის გონიერმა და მიზანსწრაფულმა მოსწავლეებმა სკოლებს შორის გამართულ რაიონულ ჩემპიონატზე უძლიერეს გუნდებს შორის მათაც მოიპოვეს ფინალის საგზური და საკმაოდ კარგად იასპარეზეს...გილოცავთ ჩვენო მიზანსწრაფულებო და შემდგომ წარმატებებს გისურვებთ!

განსაკუთრებული სიყვარულით ჩვენი სკოლის დებიუტანტ გუნდებს ვულოცავთ პირველ ნაბიჯებს ამ საინტერესო თმაშში და უდიდეს წარმატებებს ვუსურვებთ!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...