2025 წლის 9 მაისს წალკის მუნიციპალიტეტის დაშბაშის საჯარო სკოლაში გაიმართა ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ გამარჯვების დღეს.
სკოლის მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს ლექსები და თემატური სიმღერები, რომლებშიც გააჟღერეს პატივისცემა და მადლიერება ომში დაღუპული წინაპრების მიმართ. აღსანიშნავია, რომ მონაწილეებმა თავად შექმნეს და წარმოადგინეს თემატური ნახატები, რომელთაც დიდი მოწონება ხვდა წილად.
ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეები ეწვივნენ მსხვერპლთა ხსენების ძეგლს, სადაც პატივისცემით მოიხსენეს მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მებრძოლები.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ბუნებისმეტყველების მასწავლებელი ლუსინე კალაჩიანი და სომხური ენის მასწავლებელი ანი გევორკიანი.