ტობანიერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართულ ენას ღონისძიებით შეასხეს ხოტბა
13-05-2025

აკადემიკოს კორნელი კეკელიძის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებებით. მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ რჩება მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები.  

რა თქმა უნდა, სკოლაში დიდი ზარ-ზეიმით აღინიშნა დედაენის დღე. ქართული ენის სილამაზესა და სიდიადეს დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა შეასხეს ხოტბა. 

მოსწავლეებმა, პედაგოგ ლანა გოგოძის ხელმძღვანელობით, ღონისძიება გამართეს.

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ, ისაუბრეს ქართული ენის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე, დამწერლობის წარმოშობაზე, გაიხსენეს ფარნავაზ მეფე, აღნიშნეს იაკობ გოგებაშვილისა და მისი შექმნილი „დედა ენის“ როლი წიგნიერების გავრცელებაში.  მოსწავლეებმა არაერთი მუსიკალური ნომერიც შეასრულეს. 

ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა მუსიკის მასწავლებელმა - მაია ქართველიშვილმა.

„ასე მოგვილოცეს დედაენის დღე, ჩვენმა ყველაზე პატარა ციმციმა ვარსკვლავებმა.

უღრმესი მადლობა, დაწყებითი კათედრის ხელმძღვანელს - ლანა გოგოძეს დაუღალავი შრომისა და ულამაზესი დღისთვის!

უღრმესი მადლობა, მუსიკის მასწავლებელს - მაია ქართველიშვილს. მადლობა კათედრის ყველა თანამშრომელს, საკუთარი საქმის სიყვარულისა და ერთგულებისთვის!

მადლობა მშობლებს, ნდობისთვის, სიყვარულისთვის!

მადლობა, მომავალ პირველკლასელებს მობრძანებისთვის, ისინი საგანგებოდ მოიპატიჟა დღეს ლანა მასწავლებელმა და სამახსოვრო საჩუქრებიც გადასცა თითოეულს!

კიდევ ბევრ ფერად, საინტერესო და ლამაზ დღეს გპირდებათ - აკადემიკოს კორნელი კეკელიძის სახელობის ტობანიერის საჯარო სკოლა!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...