თაზაქენდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დასუფთავების აქცია მოაწყვეს
13-05-2025

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდის საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან. 

ახალახან, სკოლაში დასუფთავების აქცია მოეწყო. მოსწავლეებმა სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია ფოთლებისა და სხვა ნარჩენებისგან გაწმინდეს. 

მოსწავლეები აქციაში ხალისით, აქტიურად ჩაერთნენ და აღნიშნეს, რომ გარემოზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის ვალია და ყველას შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში. 

მოსწავლეები სამომავლოდ კიდევ არაერთ გარემოსდაცვით ღონისძიებებს გეგმავენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...